heaven

hello heaven

0 notes

გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ცნობას გელათში სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: `დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ~. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: `მოიგონა აღშენება მონასტრისადა დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ტოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა~. შემდეგ მემატიანე წერს, თუ როგორ ააყვავა ეს სამოთხის დარი ადგილი მეფემ, და აღმოსავლეთის `მეორე იერუსალიმში~ როგორ მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს, მეცნიერებს, სხვადასხვა დარგის მოაზროვნეებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათ შორის იყო ბრწყინვალე ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. ასევე სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578 წწ), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წწ) , გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა. ყველა ეს პიროვნება მოღვაწეობდა სწორედ გელათის აკადემიაში. გელათის აკადემიის არსებობის შეწყვეტიდან თითქმის ოთხასი წლის შემდეგ დაისვა უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, ივანე ჯავახიშვილმა ამ ახალი ტაძრის გახსნის დღედ 26 იანვარი (ახალი სტილით 8 თებერვალი) დაასახელა. ეს დავით აღმაშენებლის მოხსენიების დღეა. ამით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თბილისის უნივერსიტეტი მემკვიდრეა ძველი ქართული განათლებისა და კულტურული ტრადიციებისა, მემკვიდრეა გელათის აკადემიისა.
გელათის აკადემიის სიცოცხლე განახლდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის თაოსნობით 1995 წლის 25 მაისს, როცა შეიქმნა გელათის სამეცნიერო აკადემია.
იმავე ისტორიკოსის ცნობით, გელათი ხდება მეფეთა სამარხად. აქ მიაბარეს მიწას დიდი დავითი, გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით მთავარ შესასვლელში მისი საფლავია, წარწერით: “ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნით უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე”. საფლავის ქვა ისეა განლაგებული, რომ მონასტერში შემსვლელები, თვით მეფის ანდერძის თანახმად, ფეხს ადგამენ და ისე შედიან შიგნით. შემდგომშიც გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა
როგორც ამონაწერებიდან ჩანს, დავითმა 1106 წელს წამოწყებული მშენებლობის დამთავრება თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო, სიკვდილის შემდეგ (1125 წელი) კი საქმიანობა მისმა შვილმა დემეტრემ გააგრძელა. რა და რა ააგო კონკრეტულად დავითმა ან დიდი ტაძარი სანამდე მიიყვანა, წერილობითი წყაროებით ზუსტად არ იმიჯნება, მაგრამ ძირითადად ცნობილია, დემეტრეს ტაძრის კონქი მოზაიკით მოურთავს.
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XII-XIII ს-ში გელათის მონასტრის მფლობელობაში ითვლებოდა ვრცელი მიწა წყალი, მეურნეობაში წამყვანი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის “მეორედ აღმშენებელს” უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810 წ) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახ) შემდეგ, გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა, 1510 წ. 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალეთის ჯარმა, იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ. გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს, კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები, ბაგრატ III თანამედროვენი გელათის “მეორედ აღმაშენებელს” უწოდებენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს პატრიარქი ევდემოზ ჩხეიძე. XVII 20-იან წლებში ბაგრატ III-მ მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დაარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკურ ეკონომიკური, მორალური მდგომარეობა XVI ს II ნახ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII ს-დან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამიშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V, სოლომონ I, სოლომონ II და გელათის ეპისკიპოსებმა. XVIII დამლევს მონასტერს ფლობდა 42 სოფელს. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810 წ) შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა.
მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერი, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის ხელნაწერები და სხვა გადარჩენილი ძეგლები ამჟამად ინახება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში .
გელათის არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. გელათის ტერიტორია ქვის გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შუაგულში აღმართულია მთავარი ტაძარი. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო. გალავნის გასწვრივ განლაგებულია ბერთა საცხოვრებელი, სატრაპეზო და სხვა შენობები, რომლებშიაც, ისტორიული ცნობების მიხედვით, შეყვანილი ყოფილა წყალი. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასვლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.
ღვთისმშობლის მიძინების მთავარი ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მისი შინაგანი სივრცე მეტად შთამბეჭდავია. ცენტრში აღმართული განიერი და მაღალი გუმბათი ოთხ მკლავზე გარდამავალ თაღებს ეყრდნობა. თაღები კი აფსიდის კუთხეებისა და დასავლეთის პილონის მაერთებელია. გუმბათის საყრდენების ოთხივე კუთხე ორ-ორი საფეხურით ერთნაირადაა დამუშავებული. ცენტრალური სივრცის შემქმნელი ჯვრის მკლავები განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. მთავარ, აღმოსავლეთის მკლავს საკურთხევლის როლი აქვს დაკისრებული. იგი ღრმა ბემისა და ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება. აფსიდს გარს უვლის ოთხი საფეხური, ცენტრში კი მცირე შემაღლებული ნაწილია გამოყოფილი. საკურთხეველი სამნაწილიანია. აფსიდის მარჯვნივ სადიაკვნეა, მარცხნივ – სამკვეთლო. სათავსები ორ-ორი სარკმელით ნათდება, მარცხენა კუთხეებში განლაგებულია კიბეები, რომლებიც მეორე სართულის სათავსებში ადის. ცენტრალური სივრცის შემქმნელი სამი მკლავი, Bბემის მსგავსათ კამარითაა გადახურული. კამარები ოდნავ შეისრული ფორმისაა. ტაძრის დასავლეთი მონაკვეთი საკმაოდ რთულია, ეს შეეხება განსაკუთრებით გვერდით ნაწილებს. აქ ორ-ორ სართულთან გვაქვს საქმე. ქვედა სართული ჯვრის მკლავებთან თაღებითაა შეერთებული. დასავლეთ კედლის კუთხეებში კიბეები იწყება, რომლებიც მეორე სართულისკენ მიემართება. მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი. პატრონიკეს ორივე ნაწილი ერთნაირია. პატრონიკე გვერდებიდან ნათდებოდა ორ-ორი სარკმლით, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია გვიანდელი მინაშენების გაჩენის გამო. ასევე დახშულია ის სამი კარი, რომლებსაც პატრონიკე უნდა დაეკავშირებინათ სტოასთან. პატრონიკეს დონეზე საკურთხეველსაც აქვს მეორე სართული. მათი ფუნქცია სხვადასხვაა და ამიტომ გადაწყვეტაც სხვადასხვაა. თუ პატრონიკე ეკლესიის ტრიუმფალურ ნაწილს წარმოადგენს, ამ უკანასკნელში სამალავები იყო. ტაძრის ცენტრის დამაგვირგვინებელ, განიერსა და მაღალ გუმბათზე თექვსმეტი სარკმელი თანაბარი ინტერვალითაა განლაგებული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრული სისტემითაა შესრულებული. ტაძარში შესვლა სამი მხრიდანაა შესაძლებელი. თითო კარი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების არეშია მოთავსებული, ხოლო სამი კარი – დასავლეთის მკლავის არეში. გვერდის კარები ერთ ღერძზეა განლაგებული და ერთნაირი ზომები და ფორმა აქვს. დასავლეთის კარებიდან გვერდითები ტოლებია, შუა კი მათზე შესამჩნევად განიერი. ტაძრის შიდა სივრცე კარგადაა განათებული, სინათლის წყაროს დიდი კონცენტრაცია ცენტრშია – გუმბათის ყელის სარკმელს ემატება ჯვრის მკლავებში მოთავსებული სამ-სამი სარკმლის შუქი. ტაძრის თავდაპირველი სახურავი ლორფინისა ყოფილა, ამჟამად კი თუნუქითაა გადახურული. ტაძრის მინაშენები მისი თანადროული არაა, არც მისი ორგანული ნაწილია. ტაძარს მინაშენები სამი მხრიდან აკრავს. დასავლეთით მდებარე სტოას ტაძრის ფასადის მთელი სიგანე აქვს მოკავებული. მის შიდა სივრცეს კამაროვანი გადახურვა ქმნის. მას სამი კარი აქვს – თითო სამივე მხრიდან, მათში მთავარს დასავლეთის მაღალი და განიერი კარი წარმოადგენს. განათებისათვის კი ორი სარკმელია მოწყობილი. ფასადები მარტივადაა მორთული: მხოლოდ კარ-ფანჯრებია გაფორმებული. სტოა უშუალოდ ტაძრის მომდევნო პერიოდშია აგებული. სამხრეთის მინაშენები ერთ სიგრძეზე განლაგებულ სამ სათავსს წარმოადგენენ. ცენტრალური მინაშენი კარიბჭის როლს ასრულებს, აღმოსავლეთით ეგვტერია, ხოლო დასავლეთის მონაკვეთი, შესაძლოა ეგვტერი იყო. აღმოსავლეთ მდებარე ეგვტერი აფსიდით მთავრდება, გადახურულია კამარით. გელათის მინაშენების ფასადებიდან გამოირჩევა სამხრეთის. მას საზეიმო იერი აქვს. განსაკუთრებით კარგადაა დამუშავებული უშუალოდ კარიბჭის და ეგვტერის ფასადები. ჩრდილოეთის მინაშენი ყველაზე რთული ნაწილია შენობის რთული ორგანიზმისა. აქ, სულ მცირე, ოთხი პერიოდის სამშენებლო ფენაა. შედარებით ადრინდელია ეგვტერიანი კარიბჭე. კარიბჭე კვადრატული სათავსია, გადახურულია დეფორმირებული ზედაპირის მქონე ცილინდრული კამარით. ეგვტერი მცირე ზომის სამლოცველოა, კამაროვანი დარბაზით და ნახევარწრიული აფსიდით. მეორე ეგვტერი კარიბჭისთვის დასავლეთით მიუდგამთ. იგი პირველზე უფრო დიდია და უკეთესი პროპორციები აქვს. ეგვტერის აფსიდი განსაკუთრებული ფორმისაა, ადგილთან შეხამების გამო.
გელათის ტაძრის გარე მასები, ძირითადი კორპუსის ფარგლებში, მწყობრია და ერთიანი, მაგრამ მას ერთგვარად ამძიმებს გვიანი დროის მინაშენები. მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადს მოუღწევია თავდაპირველი სახით. ფასადზე ყველაფერი კონტრასტებზეა აგებული, მაგრამ მასათა თუ ფორმათა შეხამება კარგადაა შესრულებული. ტაძრის ოთხივე ფასადის მორთულობას ერთი ელემენტი განსაზღვრავს, ესაა თაღი, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. თვალში გვხვდება ტაძრის მორთულობის სისადავე, მისი მოურთველობა. მაგრამ გელათის ტაძრის ეს მხარე შესამჩნევია მხოლოდ ახლოს დათვალიერების დროს. საკმარისია, ცოტათი მოშორდეთ კედლებს, რომ ძეგლი მაშინვე სრულყოფილად წარმოგიდგებათ, მისი სიდიადე ყველაფერს ჩრდილავს.
აქ ასევე ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშებია. საკურთხევლის ნახევარსფეროზე, ბრწყინვალედ შესრულებულ XII საუკუნის განთქმულ მოზაიკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. ოქროსფერ ფონზე გამოსახული ეს მოზაიკა მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებია. ფრესკები ძირითადად გვიანი პერიოდისაა. დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება, რაც უნიკალურია XII საუკუნის ხელოვნებაში. ბიბლიურ სცენებთან ერთად აქ გამოსახულია ისტორიული პიროვნებებიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით. ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. არის ჭედურობისა და მინანქრული ხელოვნების მრავალი ნიმუში.
ბ) მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XIV საუკუნის დასაწყისში აგებული წმ. გიორგის ეკლესია. ტაძრის გეგმა და შიდა გაფორმება შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ყურადღებას იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა - მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. იგი ტაძრის თანადროულია. დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსს ევდემონ ჩხეტიძეს (XVI ს.) იგი გამოსახულია სამხრეთის კედელზე, მის გვერდითაა იმერეთის მეფე ბაგრატ III მეუღლითურთ. გარდა ამისა, ეკლესიაში გამოსახულია სხვა ისტორიული პირებიც. ძირითადი ნაწილი კი უკავია საეკლესიო შინაარსის ფრესკებს. ეკლესიის ფასადს არა აქვს დეკორი, მაგრამ შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთი.
გ) მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა. შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის - შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. ფანჯრისა და კარის ჩარჩოები მოკლებულია ორნამენტულ მორთულობას. პირველი სართული მეორეს უერთდება ქვის კიბით.
დ) გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი - შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილებით შედიოდა ყველა პალატსა და სადგომში.
ე) გელათის აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს; ერთ-ერთი ბოძის კაპიტელზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა, რომლის სიგრძე 25 მეტრია, სიგანე - 10. თავის დროზე იგი დახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით შუა კედელთანდგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა. წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფს შენობის კარგ განათებას.
მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.
გელათის სამონასტრო კომპლექსი ქუთაის–გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

0 notes

„რენესანსი“ ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს „აღორძინებას“.მასში იგულისხმება ანტიკური ქვეყნების აღორძინება,განახლება.მართლაც,ამ ხანაში განსაკუთრებით გამოიკვეთა ინტერესები ძველ საბერძნეთსა და რომის ხელოვნებისადმი.ამ დროის მოწინავე ადამიანები დიდი გულისყურით სწავლობდნენ ანტიკური ქვეყნების ისტორიას,მის სიძველეებს,ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს და ამ ცოდნას ფართოდ იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში.ამ ეპოქის მხატვრები სწავლობდნენ:ანატომიას,არქეოლოგიას,მათემატიკას..ამ ეპოქამ შვა უბადლო დიდოსტატები-ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო,რაფაელი.


რაფაელ სანტი
კაცობრიობამ თავისი ისტორიის მანძილზე ხელოვნებას რამდენიმე გენიოსი მისცა, ამათგან ერთ-ერთი რაფაელ სანტია, რომელიც ბრწყინვალედ გადმოსცემს მაღალი რენესანსის ჰუმანისტურ იდეებს. რაფაელი სანტი (სანციო) რენესანსის ეპოქის იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი იყო.იგი დაიბადა 1483 წელს 6 აპრილს იტალიის ქალაქ ურბინოში,ამიტომაც იხსენებენ ზოგჯერ რაფაელ დე ურბინოდ ჩრდილო -აღმოსავლეთ რეგიონის ,მარკეს დედაქალაქში.
რაფაელის მამას ერქვა ჯოვანი სანტი, რომელიც ქალაქ ურბინოში ჰერცოგ გვიდობალდო და მონტეფელტროს რეზიდენციაში დიდ როლს თამაშობდა, იგი იყო ხელოვნებისა და გართობის მინისტრისმაგვარი. ამის გარდა ურბინოს ნიჭიერ ახალგაზრდა მოქალაქეებს მხატვრობას ასწავლიდა. რაფაელი ჯერ კიდევ 6 წლის იყო, როდესაც კარგად ხატავდა, ხატვას კი მამა ასწავლიდა. რაფაელის დედა იყო მაჯა სანტი. რაფაელის დედა ურბინოში კარგად ცნობილ ძველ ვაჭართა ოჯახიდან იყო. რვა წლის რაფაელი ერთ მზიან დღეს მამამისთან ერთად სან-ფრანჩესკოს ეკლესიისაკენ გაემართა, სადაც ჯოვანი სანტი ფრესკებს ხატავდა. იგი სერიოზულად, თავმომწონედ მიჰყვებოდა მამას და თან ფუნჯები და საღებავები მიჰქონდა პატარა ქოთნებით. სახის ასეთი გამომეტყველება უცნაური ჩანდა იმიტომ, რომ რაფაელს გოგონასავით ლამაზი სახე ჰქონდა. ბიჭუნას ძალიან მოსწონდა მამის თანაშემწის როლი, ეკლესიის ბინდ-ბუნდიც მოსწონდა, სანთლისა და საკმევლის სუნით გაჟღენთილი ჰაერიც, ყოველივე ეს მამის საქმიანობისადმი პატივისცემის გრძნობით აღავსებდა და ფიქრობდა, რომ უთუოდ მამის გზას გაჰყვებოდა.
ადრიანი შემოდგომის ერთ დღეს, როცა ფოთლები ოდნავ შეყვითლებულიყვნენ სანტის ბაღში, რაფაელი არხებზე ხტომა-ხტომით მირბოდა და მხიარულ, უსიტყვო სიმღერას მიიმღეროდა. მან განიზრახა, რომ დაეწყო დედისა და იდონიის პორტრეტის ხატვა. როდესაც სახლში დაბრუნდა მას არავინ გამოეგება. ბაღში და ეზოში გამეფებულმა უჩვეულო სიჩუმემ განაცვიფრა იგი. შემდეგ მას კარები გაუღო ტირილისგან თვალებდასიებულმა იდონიამ. რაფაელმა ჩანთა კუთხეში მიაგდო და უხმოდ გავარდა ოთახისკენ. იდონიამ მკლავში ხელი ჩაავლო და გააჩერა. და უთხრა, რომ არ წასულიყო. თავზარდაცემული ბავშვი კარებში გაშეშდა. მან აცრემლებული მამამისი შეამჩნია. ჯოვანი სანტის დიდი კეთილი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, მან შვილი მკერდზე მიიკრა და უთხრა, რომ დედამისი გარდაიცვალა.
რაფაელის დედა მშობიარობას გადაჰყვა. სულ მალე რაფაელს ჩვილი და გარდაეცვალა. გოგონა დედასთან ერთად ერთ საფლავში დამარხეს. ჯოვანი სანტი სევდამ შეიპყრო. იგი სასოწარკვეთილი შეჰყურებდა ოდესღაც შესრულებულ მონახაზს, რომელზედაც მაჯა ეხატა პატარა რაფაელით ხელში. ეს ფრესკა დღემდეა შემონახული ურბინოში რაფაელის სახლმუზეუმში. რამდენიმე დღის შემდეგ ჯოვანიმ ცოლად შეირთო ოქრომჭედელი პიეტრო და პარტეს ქალიშვილი. რაფაელი გულთბილად შეხვდა დედინაცვალს. წლების განმავლობაში ჯოვანი სულ უფრო და უფრო უძლურდებოდა. და ერთ დღეს, როცა რაფაელი 11 წლის იყო ჯოვანი სანტი გარდაიცვალა. სურვილის თანახმად, ჯოვანი სანტი ფრანცისკულ ეკლესიაში დაკრძალეს. პატარა რაფაელი სულ მარტო დარჩა დედინაცვლის ამარა. რაფაელმა მეცადინეობა გააგრძელა ახალგაზრდა მხატვართან ტიმოთეო დელა ვიტესთან, რომელიც ბიძამისის მეგობარი იყო. როცა რაფაელი 17 წლის გახდა მისმა ბიძამ და ტიმოთეომ გადაწყვიტეს, რომ რაფაელს მხატვრობის შესწავლა რომელიმე ცნობილ მხატვართან დაესრულებინა. მათ მასწავლებლად აირჩიეს ცნობილი მხატვარი პიეტო ვანუჩი, მეტსახელად პერუჯინო, რომელიც უმბრიის დედაქალაქ პერუჯაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1500 წელს რაფაელი ჩავიდა უმბრიის დედაქალაქში. მისი ჩამოსვლის წელი ამ ქალაქისათვის ღირსსახსოვარი იყო. პერუჯინომ მალე შენიშნა ბიჭის დიდი ტალანტი. მასწავლებელსა და მოწაფეს შორის თავიდანვე მეგობრული დამოკიდებულება დამყარდა. პერუჯინოსთან მუშაობამ საგრძნობი გავლენა მოახდინა რაფაელის, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაზე.
პირველი საბუთი სადაც რაფაელი იხსენიება როგორც მხატვარი,დათარიღებულია 1500 წლის დეკემბრით.ეს არის ხელშეკრულება,რომლის თნახმადაც რაფაელს ევალება საკურთხევლის მოხატვა.
დღემდე შემორჩენილია რაფაელის ხელმოწერილი რამდენიმე ფრაგმენტი ჩიტა დი კასტელოში,1504 წლის შემოდგომაზე რაფაელი ფლორენციაში გაემგზავრა.იქ შექმნილ მის ნახატებში ,როგორიცაა : ”წმინდა ნიკოლა ტოლენტიინოელის კორონაცია”, ”ჯვარცმა”, ღვთისმშობლის კორონაცია: სრული უმწიფრობა ჩანს.კრიტიკოსები ერთხმად ადასტურებენ ,რომ ფლორენციაში ცხოვრების ოთხი წლის განმავლობაში რაფაელი მთელი არსებით ჩაიძირა თავისი მასწავლებლების კლასიკური მემკვიდრეობის შესწავლაში.განსაკუთრებით ”ჯოკონდას”ავტორის შემოქმედებამ გაიტაცა.ეს ცხადად ჩანს მის ფლორენციულ ღვთისმშობელთა სერიაში: ”მადონა მდელოზე”,”მადონა მიხაკიტ”,”მადონა მებაღე”ამ ნაწარმოებებში რაფაელმა ლეონარდოსეული ემოციური ინტენსივობა სასამოვნო,დახვეწილ და გაწონასწორებულ,ზოგჯერ აშკარა მსუბუქ განწყობილებად აქცია.სამაგიეროდ ფლორენციულ ნახატში ”მადონა ბალდაჩინო”,ანუ ”მადონა ბალდახინქვეშ”,რაფაელმა მიქელანჯელოსეული რელიეფურობა გამოიყენა.
რაფაელმა ბალთზარე კასტილიონესადმი გაგზავნილ წერილში თავისი შემოქმედების საიდუმლო ასე ახსნა: „იმისთვის რომ დამეხატა მშვენიერი ქალი საჭირო იყო მენახა მრავალი მშვენიერი ქალი… მაგრამ, რადგანაც მშვენიერი ქალები და მათი ნამდვილი დამფასებელი ცოტაა, ამიტომ მე ვიღებ გარკვეულ იდეას, რომელშიც განსახიერებულია საერთო.” როგორც ჩანს მისი შემოქმედების საფუძველს წარმოადგენს იდეაში ცალკეულ დეტალთა განზოგადება და მათი სინთეზი, ამის შედეგად კი ჩვენ ვიღებთ იმ ღვთაებრივ სილამაზეს მისი მადონების სახით. რაფაელის კოზირი სწორედ სივრცის ფლობა და გაწონასწორების საიდუმლოა, მაგრამ ამას გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს ფერი, სრულყოფილება თუ მთლიანობას მოითხოვს, რაფელის ღვთაებრივი სილამაზე თავისი კანონზომიერებით ფერშიც გამოვლინდა და დახვეწილმა გემოვნებამ ამ ღვთებრიობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
საერთოდ უნდა ითქვას რომ რაფაელის შემოქმედებაში ყველაზე მეტად მადონების თემა ტრიალებს. ამას ახსნაც მოუძებნეს სხვადასხვა კრიტიკოსებმა. უმრავლესობა მათგანი კი თანხმდება მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე დედის მიმართ, დედა-შვილის ურთიერთობის მიმართ, მათ ნაზ სიყვარულს კი ისე კარგად არავინ გამოხატავდა როგორც მარიამისა და იესოს ურთიერთობა, თანაც არ დაგვავიწყდეს, რაფაეილი ყოველთვის ღვთაებრივ მშვენიერებას მიელტვის და ვინ იქნება ამის სრულყოვილი განსახიერება თუ არა დედა ღვთისა ?
მადონას ნახატებიდან ერთ-ერთი პირველია „მადონა კონესტაბილე“ (1502 წ. ინახება ერმიტაჟში, პეტერბურგი). მადონა ჩვილით ხელში ერთიანია, შეკრულია. მადონა როგორც დედა, როგორც სილამაზისა და სათნოების განსახიერება რაფაელმა, და არა სხვამ, აიყვანა აქამდე უჩვეულო სიმაღლემდე საკუთარ შემოქმედებაში. ამ სურათში, ტონდოს შიგნით ყველაფერი ჰარმონიულია, თუმცა ეს არ არის პათეტიკური ჰარმონიულობა, აქ ყველაფერი ისეთი ნაზია როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს: გაზაფხულზე გაცოცხლებული ბუნება, მომწვანო მდელო, მდინარე, ტბა და შორს თოვლიანი მთები, თითქოს ცოდვები არ არსებობს, არ არსებობს არაფერი ის რაც ადამიანს ამძიმებს, ყოველშემთხვევაში ამ კომპოზიციაში რაფაელი ამისგან შორს დგას, და საერთოდაც ის უფრო მეოცნებე, იდეალისტია ვიდრე ნებისმიერი მისი წინამორბედი, არადა რაფაელი ლეონარდოსა და მიქელანჯელოს ეპოქაში მოვიდა, თუ ლეონარდო და მიქელანჯელო ღმერთამდე ამაღლებული ადამიანის პროტოტიპებს ამკვიდრებდნენ რაფაელი ანტიკურობის მოტრფიელე იყო და კარგადაც გამოსახავდა იმ ჰუმანისტურ იდეებს რაც არა მარტო XV საუკუნეში, არამედ რაც ძვ.წ. I ათსწლეულში არსებობდა. დავუბრუნდეთ ისევ მადონა კონესტაბელეს, ასეთი ფონის წინა პლანზე გამოყვანილია ის ლურჯ მოსასხამში, ოდნავ დახრილი თავით. დედისა და ბავშვის მზერა წიგნისკენაა მიპყრობილი. არსად, არაფერში არ არის წინააღმდეგობა ყველაფერი ურთიერთშეთანხმებულია. თანაც ისე რომ ნახატის მოჩარჩოებაც კი ბუნებრივ კავშირშია კომპოზიციასთან. მაგრამ „მადონა კონესტაბელე“ ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ადამიანისა და ბუნების საიდუმლოების გახსნა დაიწყება მოგვიანებით, ფლორენციაში.

რაფაელი უკვე ფლორენციაშია და ქმნის მადონების მთელ სერიას: „მადონა მებაღე“ , „მადონა ჩიტბატონათი“, „მადონა მწვანეში“ და სხვ. ზემოთაც ვთქვი და კიდევ გეტყვით რომ რაფაელი ცდილობს რადაც არ უნდა დაუჯდეს ჩასწვდეს დედობის უმაღლესი მოვალეობის გრძნობას, და საერთოდ დედა-შვილის სიყვარულს, ეს გრძნობა კი ასე ცოცხლად, ნაზად და სათნოებით არც რაფაელამდე და არც მას შემდეგ არავის გამოუყენებია, ყოველშემთხვევაში მე ჯერ არ მინახავს მასზე უფრო ნათელი მხატვარი ამ თემაში. სხვადასხვა პეიზაჟების ფონზე ლამაზი ქალები ამაყად დაჰყურებენ შვილებს, ეფერებიან კიდეც მას, თუმცა არსად ზომიერება არ ირღვევა, ყველგან სიმშვიდეა.
„მადონა თევზით“ (15013 წ.) აქაც მადონა ტახტზე ზის, კომპოზიცია მთლიანობაში შეკრულია, მის მუხლებთან დაჩოქილია ახალგაზრდა ტობია თევზით. მიუხედავად ასეთი ინტიმური სცენისა მარიამი ნაკლებად მონაწილეობს ასახულ სცენაში, ის განყენებულია, აი ესეც კიდევ ერთი ღვთაებრიობის სიმბოლო.
„მადონა სედია“ შედარებით პატარა კომპოზიციაა. ამ სურათთან დაკავშირებით ერთი პატარა ისტორია არსებობს თუ როგორ დაინახა რაფაელმა ლამაზი ახალგაზრდა ქალი რომელიც თავის შვილს ეფერებოდა, რაფაელს არ დაუყოვნებია და იქვე ჩაუხატავს დედა-შვილი.
შეიძლება თამამად ითქვას რომ „მადონა სედია“ რაფაელის დაზგურ შემოქმედებაში ყველაზე პლასტიური ნამუშევარია. წრიული ფორმა აქ განპირობებულია პერსონაჟების პოზით. ყველაფერთან ერთად ნახატს სხვა მადონებისგან გამოარჩევს მისი ტრაგიკულობა, თითქოს ყველაფერი ჰარმონიულია, ლამაზია, მაგრამ მომავალ უბედურებას რომელიც ქრისტემ უნდა იტვირთოს შეგვახსენებს იქვე კუთხეში მდგომი იოანე ნათლისმცემელი ჯვრით ხელში, ეს ჯვარიც არ არის შემთხვევითი, ამით კიდევ უფრო მძაფრი ხდება ტკივილი, რომელიც მარიამს მთელი ცხოვრება უნდა გაჰყვეს მიძინებამდე. იოანე თაყვანისცემითა და ერთგვარი შიშით შეჰყურებს მათ, რადგან იცის ქრისტეს ბოლო და ამ დასასრულის სიმბოლო-ჯვარი ხელში უჭირავს.
კომპოზიციაში წინააღმდეგობებიც გვხვდება, მაგალითად მადონას უბრალო მოსასხამი, მისი ამაყი გამოხედვის გვერდით, თუმცა ამ წინააღმდეგობას მისივე სილამაზე ხსნის.
„მადონა მწვანეში“ ბუნებაში, მდელოზე სხედან მარიამი პატარა ქრისტე და იონე. ნამუშევარი გეომეტრიულ ჰარმონიულობას ქმნის მისი კომპოზიციურობით.
„მადონა დი ფილინიო“ (1512 წ.) „სიქსტის მადონას“ წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ ეს ტილო კი კარგი ნახატია, თუმცა ბევრად შორსაა მეორესგან, აქაც მადონა ღრუბლებშია გამოსახული ბავშვთან ერთად, თუმცა მთლიანობა მაინც ვერ იქმნება ისე, აქ უფრო გამოყოფილია მადონა ქვედა ჯგუფისგან.
მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში „სიქსტის მადონა“ იყო და რჩება ხელოვნების სწორუპოვარ ნიმუშად. ერთგვარი საზომიცაა ხელოვანებს შორის, თუმცა უფრო მხატვრების დაუძლეველი ოცნება. ძალიან ბევრი ეპითეტის მოფიქრება შეიძლება მის აღსაწერად, ყველაზე მეტად კი ალბათ ეს არის მშვენიერება უპირველესთა შორის. ის ერთდროულად არის ლირიკულიც და პათეტიკურიც, ამას ყველაფერი ერთად, ფერი და ფორმა იძლევა.

1504 წელს, როდესაც რაფაელი ფლორენციაში მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია ბოტიჩელი, პერუჯინი, ფრა ბართოლომეო და სხვები, ეს მისთვის უკვე გავლილ ეტაპს წარმოადგენს. ახლა მაღალი რენესანსის ეპოქაა, ლეონარდოსა და მიქელანჯელოს მწვერვალში ყოფნის ხანა. ეს ის დროა, როცა უკვე შექმნილია ლეონარდოს ჯოკონდა და მიქელანჯელოს დავითი. ამ შედევრებს კი ნამდვილად აკლია კიდევ ერთი – „სიქსტის მადონა“ და აი, მისი მომავალი ავტორიც ჩადის ფლორენციაში.
კომპოზიციის ცენტრში, ღრუბლებში გამოსახული ღვთისმშობელი მშვიდად, დაჯერებულად მოემართება ხალხისკენ და მოჰყავს ქრისტე. დედამ კარგად იცის რასაც უნდა შეეწიროს მისი შვილი, ადამიანების მომავალს, მათ ხსნას უნდა შეეწიროს იგი, ასეთია მისი ხვედრი, მარიამი კი ამას შეგუებულია. ორივე ხალხს პირდაპირ უცქერის.
ღრუბლების დანიშნულება კომპოზიციის მთლიანობის შეკვრაა. როცა მას უყურებ ყველაფერი იდეალურად გეჩვენება, ეს კი მართლაც ასეა, ყველა დეტალის ადგილი და ფორმა გამიზნულია, ეს ისე ხდება რომ ვერც კი ამჩნევთ. ერთი ფიგურის ოდნავი გადახრაც კი დაარღვევდა ჰარმონიას, მოკლედ ნახატს ისე აღიქვამ როგორც ის არის დახატული, არც მეტი არც ნაკლები, რიტმულად მიყვები ერთ ხაზს, თუმცა აქ ფიგურები სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ადგილასაა, სივრცის ფლობა უმაღლეს წერტილშია აყვანილი, ყველა იქ არის სადაც მისი ადგილია კანონზომიერებისთვის. სურათი გრძნობებზეც მოქმედებს და ეს სულაც არ არის მითი, მოდი დავაკვირდეთ: ზეციერის დედამიწასთან მაკავშირებლის როლს პაპი სიქსტი IV ასრულებს, ის დაბლაა გამოსახული და თაყვანისცემით შესცქერის მადონას. პაპს მარჯვენა ხელი ხალხისკენ აქვს გაშვერილი, ალბათ რაღაცას მოუწოდებს, ანიშნებს მათ. კომპოზიციის მეოთხე პერსონაჟი ბარბარე, ზევით, ღრუბლებში მიდის, მაგრამ მზერა ქვემოთ აქვს მიმართული. მთლიანად კი სურათზე ცოცხალი წრიული მოძრაობა იქმნება, მეტი სრულყოფილების განსაცდელად რაფაელმა ქვემოთ ანგელოზები დაუმატა. მოაჯირზე დაყრდნობილი ანგელოზები სერიოზული გამომეტყველებით იცქირებიან ზეცისკენ, საიდანაც ამ ქვეყნის „მხსნელი“ მოჰყავს მარიამს. ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო რომ თამამად ვიმოძრაოთ კომპოზიციაში, მისი მრგვლოვანი განვითარება ამაში ხელს გვიწყობს, ეს არის იდეისა და ფორმის შეხამება დანიშნულებასთან. იდეა-ჰარმონია, ფორმა-ღვთისმშობელი, დანიშნულება-ამაღლებული, ღვთაებრივი. ეხლა წარმოიდგინეთ ეს კომპოზიცია შებრუნებული, წარმოიდგინეთ მარიამის მარჯვნივ პაპის ადგილას ბარბარე, ჰარმონია უკვე ირღვევა, რიტმი აღარ არის, ვეღარ აღიქვამ სწორხაზოვნად, რადგან ნახატში ერთ-ერთი მთავარი, რომელზეც მთელი პოსტია ვლაპარაკობ არის კომპოზიციის რიტმული განვითარება, რაც მიზანშეწონილობას ქმნის ყველა პერსონაჟთან, მისი შებრუნება კი ამ მიზანშეწონილობას არღვევს და გვრჩება მხოლოდ პროფესიონალურად შესრულებული ნახატი.
„სიქსტის მადონა“ ინახება დრეზდენში, სურათების გალერეაში.
მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა უამრავი შედევრი დაგვიტოვა.დიდი მიღწევები ჰქონდა არქიტექტურაშიც.პაპის დავალებით მოხატა ვატიკანის სასახლის დარბაზები.რაფაელი ხატავდა მადონებს,მაგრამ სიქსტეს მადონამ სხვა მადონები დაჩრდილა.იგი პორტრეტების უზადო ოსტატი იყო.
ნამთანამედროვეები რაფაელ სანტის ’’ ხორცშესხმულ ანგელოზს’’ უწოდებენ. მის შედევრებში უზადოდა შერწყმული ზეციური და ხორციელი მშვენიერება.
რაფაელმა მისი ერთერთი ფრესკის შესაქმნელად ვერაფრით იპოვა შესაფერისი ნატურა. ერთხელაც ბაღში სეირნობის დროს თვალი მოკრა ანგელოზური სილამაზის გოგონას,რომელიც სიმშვიდეს და სიწმინდეს ასხივებდა. გოგონამ ყველა ქალი დაჩრილა,რომელთა ყურადღებაც არასოდეს მოკლებია მხატვარს. რაფაელმა სთხოვა უცნობს მისთვის პოზიორობა გაეწია,რაზედაც გოგონამ უპასუხა,რომ ამისთვის მას მამისა და საქმროს თანხმობა სჭირდებოა. მეორე დილით ოქროს რამდენიმე მონეტის სანაცვლოდ რაფაელმა მამის თანხმობა მიიღო. გოგონა 17 წლის იყო. რაფაელის სიქსტის მადონაზე სწორედ ეს ქალია აღბეჭდილი. იგი უდიდესი გენიოსის ყველაზე ძლიერი და მშფოთვარე სიყვარული-მარგარიტა ლუტი იყო.
რაფაელი ამ დროს ოცდაათს იყო გადაცილებული,თუმცა კვლავაც ძალიან წარმოსადეგი აღნაგობით და დახვეწილი სახის ნაკვთებით გამოირჩეოდა.მისით იხიბლებოდნენ რომის ლამაზმანები,ხოლო დიდგვაროვანი ქალბატონები უპირობოდ თანხმებოდნენ მის საყვარლობას,თუმცა მხატვრის გულის დაპყრობა მხოლოდ ’’პატარა ფორნარინამ’’ (ასე უწოდებდა მას თავად მხატვარი) შეძლო. ცოტა ხანში რაფაელს აღარ აკმაყოფილებდა მხოლოდ პოზირების სეანსები,იგი გამუდმებით ეჭვიანობდა მარგარიტაზე და ღამეულ წარმოსახვებში მას საქმროსთან,მწყემს ტომაზოსთან ერთად ხედავდა. საბოლოოდ მან მეტს ვეღარ გაუძლო და მარგარიტა მამამისისგან 3000 ოქროს სანაცვლოდ ’’იყიდა’’. მარგარიტა მისი საყვარელი გახდა. მხატვარი ნორჩი ლამაზმანის ყველა კაპრიზს ასსრულებდა,ყიდულობდა მისთვის ძვირფასეულობას,ქირაობდა მოსამსახურეებს,მაგრამ ანგარებიან ’’ფორნარინას’’ მხოლოდ მისი ფული ხიბლავდა.ის დღითიდღე მეტს ითხოვდა და სულ უკმაყოფილო იყო. ცოტა ხანში რაფაელმა შეკვეთა მიიღო აგოსტინო ჩიგისგან და მას თავის აპარტამენტებში ცხოვრება შესთავაზა. მარგარიტას ადგილსამყოფელის შესახებ მისმა საქმრომ გაიგო და მუქარით სავსე წერილი გაუგზავნა, ამის შესახებ მარგარიტამ აგოსტინოსთან დაიჩივლა. პასუხად ჩიგიმ მას საყვარლობა შესთავაზა. ქალი მის წინადადდებას ერთი პირობიტ დათანხმდა,თუ ის მის საქმროს მონასტერში გამოამწყვდევდა. იმავე საღამოს საცოდავი მწყემსი შეპყრობილ იქნა,ხოლო მარგარიტა აგოსტინოს მკლავებში აღმოჩნდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამის შემდეგ ქალი საყვარელს საყვარელზე იცვლიდა. რაფაელი ცდილობდა თვალი დაეხუჭა მის მრავალრიცხოვან საყვარლებზე, ისე იქცეოდა ვითომ არ იცოდა რომ მისი ’’პატარა ფორნარინა’’ რომის ერთერთი ყველაზე ცნობილი კურტიზანი გახდა. მხატვრის ჭეშმარიტი ტანჯვის მოწმე კი მხოლოდ მისი უტყვი ტილოები იყო. ცოტა ხანში რაფაელი ისე დაძაბუნდა სულიერადაც და ფიზიკურადაც საწოლიდან ვეღარ დგებოდა. ექიმებმა მას ორგანიზმის მკვეთრი გამოფიტვის დიაგნოზი დაუსვეს. დასასრულმაც არ დააყოვნა, გენიოსის სიცოცხლე 37 წლის ასაკში,თავისივე დაბადების დღეს შეწყდა. რაფაელის სიკვდილში მისმა მოსწავლეებმა მარგარიტა დაადანაშაულეს და პირობა დასდეს მისთვის სამაგიერო მიეზღოთ. შეშინებულმა ქალმა თავი მამისეულ სახლს შეაფარა. იგი სიცოცხლის ბოლომდე კურტიზანად დარჩა და სიცოცხლე მონასტერში დაასრულა,თუმცა როდის ამის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს.
ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მონუსხული შეჰყურებს დრეზდენის გალერიის მთავარ განძს-სიქსტის მადონას უმშვენიერეს ზეციურ გამოსახულებას და ცოტამ თუ იცის, რომ მისი ხორციელი სხეული ოდესღაც იტალიის ყველაზე აღვირახსნილ კურტიზანს ეკუთვნოა,რომელმაც შეიწირა უდიდესე შემოქმედის სიცოცხლე მისი ნიჭის გაფურჩქვნის ზენიტში.

0 notes

სასაუბროდ ცოტა უცნაური თემა ავარჩიე, არა? უბრალოდ ძალიან მიყვარს მათემატიკა და მოგიყვებით მის ისტორიას, გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს და უბრალოდ ვავარჯიშოთ ტვინი მათემატიკის საშუალებით…ამბობენ, ვინც მათემატიკა იცის, ის სულ სხვაგვარად აზროვნებსო..მაშ, უკეთ გავეცნოთ მათემატიკას…

თანამედროვე ეპოქის მსოფლიოში გავრცელებული მეცნიერება- მათემატიკა შორეული დროიდან იღებს სათავეს. წინათ იგი რამოდენიმე ადგილას იყო გავრცელებული, უძველესი მათემატიკური ტექსტები ჩვენს ერამდე 1900 წლით თარიღდება და ბაბილონურ ხელწერაში (Plimpton 322 მათემატიკა)გვხვდება. ძველი ეგვიპტური მათემატიკა სათავეს იღებს დაახლოებით 2000-1800 წლის წინათ ჩვენს ერამდე, რასაც მოწმობს ძველ ეგვიპტელთა პაპირუსზე შემორჩენილი ხელნაწერები და მოსკოვში აღმოჩენილი ეგვიპტელთა მათემატიკური პაპირუსის ფრაგმენტები, დათარიღებული 1890 წლით ჩვენს ერამდე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტექსტს ერთი საერთო აქვს და ისინი დაფუძნებულნი არიან ეგრეთწოდებულ პითაგორას თეორემაზე, რომელიც როგორც ჩანს უძველესი და ფართოდ გავრცელებული მათემატიკური მიმდინარეობაა არითმეტიკული და გეომეტრიული საფუძვლების შემდგომ.
მათმატიკა ერთერთი უძველესი მეცნიერებაა.მან პირველი აღმავლობა ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა..აქ პირველად დაინეტრდა მისწაფება:წმინდა ლოგიკური დამტკიცებებისკენ” ..აქვე გაჩნდა პირველი ევკლიდეს გეომეტრია..შესწავლის საგნისა და მეთოდების მიხედვით საბაზისო მათემატიკა შეიძლება იყოს 3 სახის: ალგებრა, აალიზი,გეომეტრია.თუმცა, ეს დაყოფა პირობითია და არსებობს უმაღლესი მათემატიკა სადაც უფრო ბევრი დარგია..გამოყენებითი მათემატიკა მიზნად ისახავს განავითაროს პრაქტიკული მათემატიკური მეთოდები. ფიზიკის ,ტექნოლოგიის ,ეკონომიკისა და სხვა სფეროების ამოცანების გადასაჭრელად..სკოლებში მათემატიკა ერთერთი ძირითადი საგანია .სკოლებში ისწავლება არითმეტიკა, ელემენტარული ალგებრა(თქვენ იფიქრებთ თუ რა ელემენტარულიაო, მაგრამ რაც სკოლაში ისწავლება ეს მათემატიკისათვის ზღვაში წვეთია) ,ფუნქციები და ა.შ სკოლებში არ ისწავლება უმაღლესი
მე ვეთანხმები ამ ადამიანებს ,ვისთვისაც მათემატიკა სამყაროს ცენტრია…ის ყოველ წამსსა და წუთს გვესაჭიროება.მათემატიკა არის ნებისმიერი ადამიანის თანამგზავრი ცხოვრებაში..მე ძალიან მიყვარს ეს საგანი. ალბათ ეს სკოლამაც გამოიწვია. სკოლა ხომ დიდ როლს თამაშობს ჩვენს პირველ ნაბიჯებში, განსაკუთრებით კი- მასწავლებელი.

საინტერესოა რომ ნობელის პრემია მათემატიკოსებს არ გადაეცემათ…ეს არ არის ის რომ ისინი არ იმსახურეებნ ამ უდიდეს პრემიას,ეს გამოწვეულია უბრალო ადამიანური ჩვევით, რადგანაც ჩვენ ვიცით რომ ნობელის მეუღლემ მათემატიკოსთან უღალათა ნობელს,და სწორედაც შურისძიების მიზნით გადაწყვიტა რომ არცერთ მათემატიკოს არ უნდა გადაეცეს მის მიერ დადგენილი